Monday, 4 April 2011

Dior Gris Montaigne – გაზაფხული 2011

“Grey is the color of the eternal” – ამბობენ დიორის წარმომადგენლები და 2011 წლის გაზაფხულის კოლექცია მთლიანად ამ ფერს მიუძღვნეს და სახელიც კი ასეთივე უწოდეს.
ზოგადად ნაცრისფერი და ვარდისფერი დიორის უსაყვარლესი ფერია, ბავშვობიდან მოყოლებული. მისი პირველი ბუტიკი Avenue Montaigne-ზეც ამ ორ ფერში იყო გადაწყვეტილი – და ამ კოლექციის ინსპირაციაც ეს პირველი ბუტიკი გახდა.
და ამ კოსმეტიკური საშუალებების პრომო ფაილიც, რომელიც ამ ფერებშია გადაწყვეტილი – ძალიან სადა და ლამაზია. სამოსი ნაცრისფერიო, ფრჩხილები ნაცრისფერი, თვალის ჩრდილები რუხი და ძირითადი შტრიხები, პომადა, რუჟი და დამატებითი ჩრდილი – ვარდისფერი.
რაც შეეხება თავად საგაზაფხულო კოლექციას, მოდით გადავხედოთ რას გვთავაზობს დიორი ამ გაზაფხულზე:
Serum de Rouge Lip Treatment
ტუჩის მოვლის და “შეფერადების” საუკეთესო საშუალება, რომელიც ამ სეზონზე ორ ფერში არის წარმოდგენილი – ესენია
Pink Coral Serum # 240 და Pinky Mauve Serum # 460
Addict Ultra Gloss
დიორის უცნობილესი ტუჩის “ბლესკები” , ძალიან მაგარი პროდუქცია, მე მქონდა ადრე ამ სერიის ძალიან “nude” ფერის ბლესკი, უმაგრესი იყო. ერთე ერთი გამორჩეულად საუკეთესო რაც კი მიხმარია ოდესმე.
ამჯერად ეს ბლესკები ამ კოლექციაში მხოლოდ 2 ფერად არის წარმოდგენილი:
Pink Veil # 654 და Trianon Silver # 707 – სიმართლე გითხრათ არასოდეს მიხმარია ტუჩზე ვერცხლისფერი, ქლიავისფერი და ლურჯი პომადები. თუმცა ალბათ ოდესმე ცხოვრებაში უნდა სცადო ყველაფერი პირველად :) საინტერესოა რა ფერზე დაჯდება ეს ვერცხლისფერი ბლესკი.
და ტუჩების მოვლის ბოლო პროდუქტი ამ კოლექციიდან არის
Rouge Dior Lip Color
დიორის უმაგრესი პომადები, ზოგადად ძალიან მომწონს ამ ბოლო დროს ყველა ესეთი ფირმა რომ უდიდეს ყურადღებას აქცევს შეფუთვას და დიზაინს, აძერსკებენ და აძერსკებენ შეფუთვებს :) ამ პომადების კოლოფები მომწონს უზომოდ, მაგრამ დიორის ჩანთუშკა რომ არის თვალის ჩრდილების და ტუჩსაცხების – იმას მაინც ვერაფერი შეედრება ჯერ
თუმცა ვაცადოთ რა იცი რას მოიფიქრებენ უკეთესს :)
ეს პომადებიც 2 ფერშია წარმოდგენილი 2011 წლის საგაზაფხულო კოლექციაში  Spring Pink # 540  და  Chic Pink # 658
შემდეგი წარსადგენი პროდუქტი :) არის დიორის 2011 წლის საგაზაფხულო კოლექციისთვის შექმნილი თვალის ჩრდილების პალეტები ასევე ნაცრიფერ და ვარდისფერ ტონალობებში შექმნილი.
ისე მე თუ მკითხავ, თვალის ჩრდილები დიზაინერებისათვის ყველაზე წამგებიანი პროდუქტია – თუ ძალიან ბევრი ფული არ გაქვს და მუდმივად სიახლეებს არ ეძებ – არც იყიდი ხშირად. გათავებით კიდე ძალიან ნელა თავდება – მე პირადად ჩემი ნაცრისფერი თვალის ჩრდილი – Clinique -  Touch Tint for Eyes in Grey Velvet -  ორსულობის მერე მაქვს და კიდევ ალბათ წელიწადი მეყოფა. :D :D :D თუმცა მე ვარ დიორ-ედიქთედი და ზოგადად make-up addicted  და ფული როგორც კი ჩამივარდება აუცილებლად შევცვლი.
ეხლა კი დიორს დავუბდუნდები :D
Dior  Dior 5-Colour Designer Eye Palette in Soft Pink Design #018
Dior   5-Colour Eyeshadow in Gris-Gris #034
გადავედი ჩემთვის ყველაზე საყვარელ პროდუქტზე – ტუში – თანაც რა ტუში – DIORSHOW თანაც 2011 წლის ნავაროტკით. Diorshow 360 – უნდა ვიყიდო მილანში აუცილებლად – დიორშოუ ის ტემაა რომელიც დამოულევლად უნდა იდოს ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში, არ არსებობს ტუში დედამიწაზე უფრო პრაქტიკული და ხარისხიანი ვიდრე ეს სერია :) და მეც გამოულევლად მაქვს ხოლმე ყოველთვის.
არასოდეს მქონია დიორის თვალის ფანქარი, ამ კოლექციაში ძალიან საინტერესო მოდელი დევს Dior Eyeliner Pencil #077 in  Smoky Grey – ეს ის ფერია რომელსაც მე ძირითადად ვიყენებ თვალებზე – ქუთუთოზე ოღონდ, საინტერესოა ქვემოდან რა ეფექტი ექნება – უნდა ვცადო.
ჩემნაირი ადამიანებისათვის, რომლებიც კონკრეტულად რუხ თვალის ჩრდილებს ხმარობენ და ერთგულნი არიან ამ ფერის არის კიდევ საინტერესო მინი თვალის ჩრდილი Dior One-Colour Eyeshadow,  Graphic Grey #53
და ბოლოს დიორის ფრჩხილის ლაქები – მოდი და ნუ მოგინდება მათი წასმა :)
  • Colour moist powder SPF 8 in # 001, 002, 003
  • Dior Vernis Nail Enamel #108 and Gris Montaigne #707
და ბოლოს ყველაზე ყველაზე მაგარი ნიუსი !!!!!!!!!!
დიორის სახლი  გენიოსებით არის დაკომპლექტებული, უზომოდ ნიჭიერი და გონიერი ადამიანებით
მათ გააკეთეს დედამიწაზე ყველაზე მაგარი გათვლა ლეოპარდის პრინტის მოყვარული ქალბატონებისათვის – უძვირესი და უძვირფასესი – ყველაზე ყველაზე მოდური სერია – დატკბით